Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ჟენევაში უკრაინაზე მიღწეული შეთანხმება დეესკალაციის პერსპექტივას ქმნის


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, შეთანხმება, რომელსაც ჟენევაში უკრაინის კრიზისის შესახებ მოლაპარაკებაზე მიაღწიეს, ქმნის დაძაბულობის დეესკალაციის პერსპექტივას. ობამას თქმით, ახლა მთავარი ისაა, გამოიყენებს თუ არა რუსეთი თავის გავლენას - რომელსაც აქამდე არაკონსტრუქციულად მიმართავდა - უკრაინაში წესრიგის აღსადგენად. ობამას თქმით, ის მოკავშირეებთან განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას, თუ პროგრესი არ იქნება მიღწეული. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, ის სკეფსისს ინარჩუნებს.
XS
SM
MD
LG