Accessibility links

logo-print

აშშ ირანის ფინანსური აქტივების ნაწილს ათავისუფლებს


აშშ აცხადებს, რომ ირანის გაყინული აქტივებიდან 450 მილიონ დოლარს ათავისუფლებს იმ ნაბიჯების პასუხად, რომლებიც თეირანმა გადადგა ნოემბერში მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მიღწეული შუალედური ბირთვული შეთანხმების შესასრულებლად. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მარი ჰარფის განცხადებით, ამ ნაბიჯის ფონია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებული ანგარიში, რომელიც აცხადებს, რომ ირანი ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ამ შეთანხმების ფარგლებში ირანმა შეაჩერა თავისი ბირთვული აქტივობების ნაწილი, საერთაშორისო სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG