Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ და ანგელა მერკელმა შეაფასეს ოთხმხრივი მოლაპარაკება უკრაინაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო. სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა უკრაინის ხელისუფლების მიდგომას, რომელიც მან ხუთშაბათს ჟენევაში გამართულ ოთხმხრივ მოლაპარაკებებზე გამოავლინა და წარმოადგინა კონსტრუქტიული წინადადებები ადგილობრივი თვითმმართველობის გაფართოებისა და უკრაინის ყველა მცხოვრების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ. აშშ-ისა და გერმანიის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დეესკალაციისთვის, მათ შორის - არარეგულარულ ქვედანაყოფებზე თავისი გავლენის გამოყენებით, რუსეთმა უნდა აიძულოს ისინი დადონ იარაღი და დატოვონ დაკავებული ადმინისტრაციული შენობები. აშშ-ის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი შეთანხმდნენ, რომ აშშ და ევროპა მზად არიან შემდგომშიც მიიღონ ზომები, თუკი უახლოეს ხანში არ მოხდება ვითარების დეესკალაცია უკრაინაში. ხუთშაბათს, სატელეფონო საუბრისას, ბარაკ ობამამ და ანგელა მერკელმა გამოხატეს მხარდაჭერა 25 მაისს უკრაინაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ.
XS
SM
MD
LG