Accessibility links

logo-print

იაცენიუკი პუტინს ადანაშაულებს უკრაინაში არჩევნების ჩაშლის განზრახვაში


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა უკრაინაში დესტაბილიზაციისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მიზნით ტერორისტული ქსელის შექმნაში. იაცენიუკის ეს განცხადებები ვლადიმირ პუტინის მიერ 17 აპრილს გამოთქმულ მოსაზრებებს მოჰყვა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ რუსეთი მხოლოდ ერთ თამაშს თამაშობს და ეს არის შემდგომი გამწვავება, შემდგომი პროვოკაციები: „მსოფლიოში არსებობს ერთადერთი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ უკრაინის აღმოსავლეთში არანაირი რუსეთის ჯარი არ არის. ამ ადამიანს ჰქვია ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინი“, - განაცხადა იაცენიუკმა - „მან კიდევ ერთხელ მოყვა ზღაპარი, რომ მის მიერ გამოგზავნილ აგენტებს არ შეუქმნიათ უკრაინაში ტერორისტული ქსელი. თუმცა, ჩვენ გვაქვს ამის უტყუარი მტკიცებულებები“.
XS
SM
MD
LG