Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსენი იაცენიუკი: უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ყირიმის დასაბრუნებლად


„უკრაინის ხელისუფლება იცავდა და იცავს ეროვნულ უმცირესობებს, რუსულენოვან მოქალაქეებს, ვინაიდან ისინი ყველანი უკრაინის მოქალაქეები არიან“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენი იაცენიუკმა. 18 აპრილს უკრაინის უმაღლეს საკანომდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას. იაცენიუკი ჟენევაში გამართულ ოთხმხრივ მოლაპარაკებებსაც შეეხო და განაცხადა, რომ „რუსეთმა ფაქტიურად დაგმო ექსტრემისტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან იმართებიან“. უკრაინის მთავრობის თავმჯდომარის ცნობით, პარლამენტში შედის ამნისტიის შესახებ კანონის პროექტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებს იმ პირებს, რომლებიც დაყრიან იარაღს და გაათავისუფლებენ დაკავებულ შენობებს. არსენი იაცენიუკმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ, პოლიტიკური და დიპლომატიური საშულებებით იბრძოლებს ყირიმის დასაბრუნებლად.
XS
SM
MD
LG