Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელა ემზარ კვიციანს


სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელა კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს, პოლკოვნიკ ემზარ კვიციანს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კვიციანისთვის პატიმრობის ვადის გაგრძელებას პროკურატურა იმ მოტივით ითხოვდა, რომ დასაკითხია რამდენიმე პირი და ჩასატარებელია ქსპერტიზა. თავის მხრივ, ემზარ კვიციანის გათავისუფლებას ითხოვდნენ მისი ადვოკატები, რომელთა განცხადებით კვიციანს თავდებად უდგება საქართველოს პარლამენტის 35 წევრი. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე თავად ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთიდან გამოეძევებინათ და საქართველოში სიმართლის გასარკვევად დაბრუნებულიყო, ამიტომ არ იზიარებს მისი შესაძლო მიმალვის თაობაზე პროკურატურის არგუმენტს. საპასუხოდ, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ კვიციანი შესაძლოა, გამოძიებას მიემალოს, რადგან თავადაც ადასტურებს, რომ რუსეთიდან არა ნებით, არამედ გაძევების შემდეგ დაბრუნდა. სამხედრო ამბოხებისა და ტერაქტების დაგეგმვაში საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ბრალდებული, ძებნილი ემზარ კვიციანი სამშობლოში 28 თებერვალს დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
XS
SM
MD
LG