Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ძალებმა ყირიმელი თათრების ლიდერები შეაყოვნეს გამშვებ პუნქტთან


ყირიმელი თათრების ვეტერანი ლიდერი, მუსტაფა ჯემილევი რუსეთის სასაზღვრო ძალებმა ცოტა ხნით შეაყოვნეს ყირიმის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტზე. ჯემილევს თან ახლდა რეფატ ჩუბაროვი, ყირიმელი თათრების თვითმმართველი ორგანოს, მეჯლისის ხელმძღვანელი. მეჯლისის პრესმდივანმა უკრაინის ტელევიზიას, „მეხუთე არხს“ უთხრა, რომ ორი ლიდერი რუსეთის მესაზღვრეებს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჰყავდათ გაჩერებული და ბოლოს მისცეს უფლება შესულიყვნენ ნახევარკუნძულზე - რომლის ანექსირებაც რუსეთმა გასულ თვეში მოახდინა. ჯემილევიც - რომელიც ამავდროულად უკრაინის პარლამენტის წევრია - და ჩუბაროვიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ყირიმელი თათრები არ ცნობენ მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსირებას.
XS
SM
MD
LG