Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთი დნესტრისპირეთის თხოვნაზე რუსეთის პასუხის მოლოდინშია


მოლდავეთის მთავრობა აცხადებს, რომ ელოდება „ძალიან მკაფიო“ პასუხს მოსკოვისგან აღიარების შესახებ იმ თხოვნაზე, რომლითაც მოსკოვს ახლახან მიმართა დნესტრისპირეთმა - მოლდავეთის სეპარატისტულმა რეგიონმა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნატალია გერმანმა უთხრა რადიო თავისუფლებას 18 აპრილს. ორი დღით ადრე დნესტრისპირეთის დეპუტატებმა მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რუსეთის პარლამენტს, გაეროს და ეუთოს და სთხოვეს აღიარონ ამ რუსულენოვანი რეგიონის დამოუკიდებლობა. დნესტრისპირეთმა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა სლავია, დამოუკიდებლობის შესახებ მოთხოვნა 2006 წლის რეფერენდუმზე გამოთქვა. მოლდავეთთან 1992 წლის ომის შემდეგ რეგიონი ნომინალური დამოუკიდებლობით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG