Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ბელორუსიაში კიდევ ერთი პატიმარი დასაჯეს სიკვდილით


მინსკში განთავსებული ადამიანის უფლებების ცენტრი „ვესნა“ იუწყება, რომ ბელორუსიაში კიდევ ერთი პატიმარი დასაჯეს სიკვდილით. 23 წლის პაველ სელიუნს სიკვდილით დასჯა შარშან მიუსაჯეს, ცოლის და მისი საყვარლის მკვლელობის გამო. „ვესნას“ განცხადებით, სელიუნის დედას მისი ვაჟის ადვოკატმა აცნობა, რომ „განაჩენი სისრულეშია მოყვანილი“. ადამიანის უფლებების ცენტრის განცხადებით, სელიუნის სიკვდილით მანამდე დასაჯეს, სანამ მის აპელაციას გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი შეისწავლიდა. ბელორუსია ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც სიკვდილით დასჯა კვლავ მოქმედებს.
XS
SM
MD
LG