Accessibility links

logo-print

ირანელი გენერალი თეირანს გაეროში ახალი წარმომადგენლის დასახელებას სთხოვს


ირანის არმიის მაღალჩინოსანმა თეირანს მიმართა თხოვნით გაეროში ელჩად ახალი კანდიდატურა დაასახელოს, მას შემდეგ, რაც უკვე შერჩეულ კანდიდატს, ჰამიდ აბუთალების ვაშინგტონმა ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. გენერალმა მუჰამედ ბაღერზადემ 19 აპრილს განაცხადა, აბუთალები თეირანში უნდა დარჩეს და დედის გვერდით უნდა იყოს, რომელმაც 1980-იან წლებში, ირან-ერაყის ომში ორი ვაჟი დაკარგაო. აბუთალების ბრალი ედება 1979 წელს თეირანში ამერიკელი დიპლომატების მძევლად აყვანაში მონაწილეობაში. თავად აბუთალები აცხადებს, რომ მხოლოდ მთარგმნელის ფუნქციას ასრულებდა მძევლად ამყვანი პირებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ 18 აპრილს ხელმოწერილი კანონი აშშ-ში შესვლას უკრძალავს ნებისმიერ ინდივიდს, რომელსაც დაუმტკიცდა მონაწილეობა აშშ-სა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ჯაშუშურ ან ტერორისტულ ქმედებებში, ან მიჩნეულია ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის მატარებლად.
XS
SM
MD
LG