Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის და რუსეთის ეკლესიათა ლიდერები აღდგომაზე ურთიერთბრალდებებს ცვლიან


მსოფლიოს გარშემო მილიონობით ქრისტიანი აღდგომას ზეიმობს. დღესასწაულის ფონზე რუსეთის და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების ხელმძღვანელებმა უკრაინის კრიზისის თაობაზე კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. კიევში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერმა სააღდგომო ქადაგებაში დაგმო რუსეთის „აგრესია“ და განაცხადა, რომ მოსკოვის „ბოროტება“ დამარცხებული იქნება. პატრიარქ ფილარეტის თქმით, მშვიდობისმოყვარე უკრაინა, რომელმაც თავისი ნებით დათმო ბირთვული იარაღი, აგრესიის მსხვერპლი გახდა. მოსკოვში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ ქადაგებაში თქვა, ღმერთმა უნდა დაასრულოს „მათი გეგმები, ვისაც წმინდა რუსეთის განადგურება უნდაო“. კირილეს თქმით, უკრაინა „პოლიტიკურად“ განცალკევებულია, მაგრამ „სულიერად და ისტორიულად“ ის რუსეთთან ერთიანია. აღდგომის დღესასწაულს ათასობით ქრისტიანი შეხვდა რომსა და იერუსალიმში.
XS
SM
MD
LG