Accessibility links

logo-print

რომის პაპი უკრაინაში ძალადობის დასრულების მოწოდებით გამოვიდა


ვატიკანში, სააღდგომო ქადაგებაში რომის პაპი ფრანცისკე გამოვიდა უკრაინაში ძალადობის დასრულების მოწოდებით. მან ღმერთს სთხოვა „გაანათლოს და შთააგონოს ინიციატივები, რომლებიც უკრაინაში მშვიდობას უწყობს ხელს“. პაპი მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მოწოდებით გამოვიდა და წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ, 150 ათასამდე მორწმუნეს სთხოვა ილოცონ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სირიის, ნიგერიის, ერაყის, სამხრეთი სუდანის კონფლიქტებმა აზარალა, ისევე როგორც მშვიდობისთვის პალესტინელებსა და ისრაელს შორის. თავისი გამოსვლა პაპმა დაასრულა ტრადიციული მიმართვით Urbi et Orbi („ქალაქსა და მსოფლიოს“).
XS
SM
MD
LG