Accessibility links

logo-print

ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს აბდულა აბდულა


ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო მონაცემებით, 11 ქულით ლიდერობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, აბდულა აბდულა. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმათა დაახლოებით 50 პროცენტი და ამ ეტაპზე აბდულას 44,4 პროცენტი აქვს. მეორე ადგილზეა ფინანსთა ყოფილი მინისტრი, აშრაფ ღანი, 33,2 პროცენტით. სხვა კანდიდატები ამ ორს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. 5 აპრილის არჩევნების საბოლოო შედეგები 14 მაისს გამოცხადდება. პირველ ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმათა 50 პროცენტზე მეტი უნდა დააგროვოს. ავღანეთის 12 მილიონი ამომრჩევლიდან 7 მილიონზე მეტმა მიიღო მონაწილეობა 5 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო და ადგილობრივი საბჭოების არჩევნებში, თალიბანის მხრიდან მუქარის მიუხედავად. კენჭისყრაში გამარჯვებული ჩაანაცვლებს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის. ავღანეთის ისტორიაში ეს ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის პირველი შემთხვევა იქნება.
XS
SM
MD
LG