Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში ცნობილი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს


ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თავის ქვეყანაში შესვლისას დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც მისი დეპორტაცია თურქეთმა მოახდინა. რაუფ მირკადიროვი ბაქოში ჩასვლისას 19 აპრილს დააკავეს. მირკადიროვის ადვოკატმა, ფაუდ აგაევმა 20 აპრილს განაცხადა, რომ გენერალური პროკურატურა მის კლიენტს ბრალს სდებს სახელმწიფო ღალატში, კონკრეტულად ჯაშუშობაში. ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი ეროვნული უშიშროების სამინისტროს დაკავების საკანში იმყოფება და მას ადვოკატები 22 აპრილამდე ვერ მოინახულებენ. მირკადიროვი რუსულენოვანი გაზეთის, „ზერკალოს“ კორესპონდენტია. მას დაწერილი აქვს კრიტიკული სტატიები თურქეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლებებზე. ბოლო რამდენიმე წელი ის ანკარაში ცხოვრობდა. „ზერკალომ“ გააპროტესტა თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება მირკადიროვისთვის აკრედიტაციის უმიზეზოდ გაუქმების და ქვეყნიდან მისი გაძევების თაობაზე.
XS
SM
MD
LG