Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი ძალადობის ფონზე ბრალდებებს ცვლიან


უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, უკრაინის აღმოსავლეთში მომხდარი სისხლიანი შეტაკების ფონზე. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20 აპრილს, დილით, ქალაქ სლავიანსკთან სახელდახელოდ აღმართულ გამშვებ პუნქტზე გახსნილ ცეცხლს სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა და კიდევ სამი დაიჭრა. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი პრო-რუსულად განწყობილი აქტივისტი. თავდამსხმელთა ვინაობა დაუდგენელია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტის თაობაზე „აღშფოთება“ გამოთქვა და განაცხადა, ეს შემთხევა ადასტურებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს „ნაციონალისტების და ექსტრემისტების“ განიარაღების სურვილიო. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, ინციდენტში არც ერთ უკრაინულ ორგანიზაციას არ მიუღია მონაწილეობა. უშიშროების სამსახურმა ინციდენტი დაგმო და ის შეაფასა გარეშე ძალების მიერ დადგმულ „პროვოკაციად“.
XS
SM
MD
LG