Accessibility links

logo-print

რომის პაპი უკრაინაში მშვიდობისკენ მოწოდებით გამოვიდა


რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში გამართულ სააღდგომო წირვაზე წარმოთქმულ სიტყვაში ღმერთს შესთხოვა უკრაინაში მშვიდობის ხელშემწყობი ინიციატივების ხელშეწყობა და მსოფლიოში ყველა კონფლიქტის დასრულება - „იქნება ის დიდი თუ მცირე, ძველი თუ ახალი“. პონტიფიკოსმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ დაახლოებით 150 ათას ადამიანს სთხოვა ელოცათ მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებში ჩართული ადამიანებისთვის, იქნება ეს - სირია, ნიგერია, ერაყი, სამხრეთი სუდანი, თუ კონფლიქტი პალესტინასა და ისრაელს შორის.
XS
SM
MD
LG