Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეის პრეზიდენტი - ეკიპაჟის მოქმედება "მკვლელობის ტოლფასი" იყო


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩაძირული ბორნის კაპიტნისა და ეკიპაჟის მოქმედება „მკვლელობის ტოლფასი“ იყო. პრეზიდენტის განცხადებით, ბორნის კაპიტნისა და ეკიპაჟის ზოგიერთი წევრის მოქმედებები „სრულიად გაუგებარი და მიუღებელი“ იყო. 16 აპრილს ჩაძირული სამხრეთ კორეის ბორნით 476 ადამიანი მგზავრობდა, მათი დიდი ნაწილი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 20 აპრილს გამოქვეყნდა გაშიფრული ჩანაწერები, რომლებიდანაც ირკვევა, რომ ეკიპაჟი დაბნეული იყო და ვერ გადაეწყვიტა როდის და როგორ მოეხდინა მგზავრების ევაკუაცია. ამ დროისთვის ნაპოვნია 61 გვამი, 240 ადამიანს კვლავ ეძებენ. ბორნის კაპიტანი და ეკიპაჟის სხვა წევრები დაკავებულები არიან.
XS
SM
MD
LG