Accessibility links

logo-print

ჯოზეფ ბაიდენი უკრაინაში გამართავს შეხვედრებს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ორი დღით უკრაინაში მიემგზავრება. ის ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან ერთად უკრაინის კრიზისზე იმსჯელებს. ჯოზეფ ბაიდენი 22 აპრილს შეხვდება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრ ტურჩინოვსა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ არსენი იაცენიუკს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში 21 აპრილს იწყება. ის შეხვდება უკრაინის პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯოზეფ ბაიდენი უკრაინაში შეხვედრებისას იმსჯელებს საერთაშორისო თანამეგობრობის როლზე ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციისა და გაძლიერების ხელშეწყობაში, ენერგეტიკის საკითხებზე და ვითარებაზე უკრაინის აღმოსავლეთში. უკრაინაში ვიზიტისას საუბარი შეეხება აგრეთვე საკონსტიტუციო რეფორმებს, დეცენტრალიზაციასა და 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებს.
XS
SM
MD
LG