Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლავიანსკში შეიპყრეს "ევრომაიდნის" აქტივისტი ირმა კრატი


სლავიანსკში სეპარატისტებმა შეიპყრეს „ევრომაიდნის“ აქტივისტი, „მაიდნის ქალთა ასეულის“ მონაწილე ირმა კრატი. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“, ფაქტის თვითმხილველ ჟურნალისტებზე დაყრდნობით, ავრცელებს. სეპარატისტებმა ირმა კრატთან, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა, ჟურნალისტები მიიყვანეს და ირწმუნებოდნენ, რომ კრატი მონაწილეობდა ანტიმაიდნელების წამებასა და „ბერკუტის“ წევრთა დახვრეტაში, ახლა კი სლავიანსკში ჩავიდა, რომ „იმავნებლოს“. ირმა კრატმა რუსეთის ტელეარხ „ლაიფნიუსს“ უთხრა, რომ სლავიანსკში იმყოფებოდა როგორც ჟურნალისტი. ამის შემდეგ კრატი უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.
XS
SM
MD
LG