Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბდულა აბდულა 11 პროცენტით დაწინაურდა


ავღანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი აბდულა აბდულა 11 პროცენტით უსწრებს მის მთავარ მეტოქეს, ყოფილ ფინანსთა მინისტრ აშრაფ ღანის. ასეთია ავღანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 50 პროცენტის გადათვლის შედეგად მიღებული ახალი მონაცემები. კანდიდატს გამარჯვებისათვის ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი სჭირდება. თუკი ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს საჭირო ხმათა რაოდენობას, მაშინ გამარჯვებულს ორ კანდიდატს შორის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები გამოავლენს. ჯერჯერობით კი აბდულა აბდულა 44.4%-ს, აშრაფ ღანი კი ხმათა 33.2 %- ს ფლობენ. ავღანეთში 5 აპრილს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია 14 მაისს გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG