Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღების კანონს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსული ენის მცოდნე პირებისათვის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ითვალისწინებს. ახალი კანონის თანახმად რუსეთის პასპორტის მიღებას შეძლებენ მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ანდა ცხოვრობდნენ რუსეთის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ანდა რუსეთის იმპერიის კუთვნილ ტერიტორიებზე, ანდა ის ადამიანები, რომელთა წინაპრები ცხოვრობდნენ აღნიშნულ ტერიტორიებზე. ამასთან, კანონის თანახმად პირს არ მოუწევს საზღვარგარეთის მოქალაქეობაზე უარი თქმა, თუ არსებობს მოსკოვთან შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმება, ანდა თუ ეს შეუძლებელია პირისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. რუსული ენის მატარებელი პირის სტატუსს კი რუსულ ენაში ჩატარებული გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით, სპეციალური კომისია დაადგენს.
XS
SM
MD
LG