Accessibility links

logo-print

ცესკოში გაასაჩივრეს ოქრუაშვილის მერობის კანდიდატად რეგისტრაცია


გორის მერობის კანდიდატად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის რეგისტრაცია ცესკოში გაასაჩივრა ორმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გასულ შაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ სახალხო პარტია და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის.“ მათი განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა 2012 წლის ნოემბრის ბოლოს და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას, რომ კანდიდატი საქართველოში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს არჩევნებამდე მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. ორმა პარტიამ გორის საოლქო კომისიის განკარგულება 20 აპრილს გაასაჩივრა საქართველოს ცესკოში, რომელიც გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს.
XS
SM
MD
LG