Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო უწყებამ დაასრულა შიდა გამოკვლევა 2008 წლის ომზე


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ შექმნილმა ჯგუფმა დაასრულა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს სამხედრო ნაწილებისა და სამეთაურო შემადგენლობის მოქმედების შესწავლა და შესაბამისი გამოკვლევის შედეგებს აპრილის ბოლოს წარმომადგენს. ამის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 21 აპრილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ირაკლი ალასანიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არ არის „გამოძიება“, არამედ სამხედრო უწყების ამოცანა იყო ომის დროს დაშვებული ყველა შეცდომისა თუ წარმატების შესწავლა და ამის გათვალისწინებით „ თავდაცვის დოქტრინის კიდევ ერთხელ გაუმჯობესება.“თუმცა, როგორც სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, გამოკვლევას გრიფით საიდუმლო დაედება და განსაჯაროებას მხოლოდ მისი ცალკეული თავები დაექვემდებარება.
XS
SM
MD
LG