Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა ყირიმელი თათრების რეაბილიტაციის დეკრეტს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ყირიმელი თათრებისა და სტალინის პერიოდის სხვა რეპრესირებული ხალხების რეაბილიტაციის დეკრეტს. „ვისარგებლობ შემთხვევით და მსურს ვაცნობო კოლეგებს, რომ ხელი მოვაწერე განკარგულებას ყირიმელი თათრების, სომხების, გერმანელების, ბერძნების და ყველა იმ ხალხების რეაბილიტაციის თაობაზე, ვინც სტალინის პერიოდის რეპრესიების შედეგად დაზარალდნენ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს „დუმის“ სესიაზე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. პუტინის განცხადებითვე, განკარგულება ითვალისწინებს „ზოგიერთი ისეთი ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილმოწყობას“, რომლებიც ბოლო წლებში მიტოვებული და "იურიდიულად გაუფორმებელი" იყვნენ.
XS
SM
MD
LG