Accessibility links

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კიევში ჩავიდა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბაიდენი 22 აპრილს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრ ტურჩინოვსა და მოქმედ პრემიერ-მინისტ არსენი იაცენიუკს შეხვდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯოზეფ ბაიდენი უკრაინაში იმსჯელებს საერთაშორისო თანამეგობრობის როლზე ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციისა და გაძლიერების ხელშეწყობაში, ენერგეტიკის საკითხებზე და ვითარებაზე უკრაინის აღმოსავლეთში. უკრაინაში ვიზიტისას საუბარი შეეხება აგრეთვე საკონსტიტუციო რეფორმებს, დეცენტრალიზაციასა და 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებს.
XS
SM
MD
LG