Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალს დებენ სახელმწიფო ღალატში


ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი, რომელიც შაბათს თურქეთიდან იქნა დეპორტირებული აზერბაიჯანში, ბაქოში ჩათვლისთანავე დააპატიმრეს და სახელმწიფო ღალატისათვის წაუყენეს ბრალი. როგორც იუწყებიან, საუბარია აზერბაიჯანის ხელისუფლების ნებართვის გარეშე სომხეთში ჩასვლასა და იქ შეხვედრების გამართვაზე. ჟურნალისტის ადვოკატი ფუად აგაევი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აზერბაიჯანის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება და მასთან 22 აპრილამდე ადვოკატებს არ დაუშვებენ. რუსულენოვან „ზერკალოს“ თანამშრომელი რაუფ მირკადიროვი, რომელიც აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლებებს აკრიტიკებდა, რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა.
XS
SM
MD
LG