Accessibility links

logo-print

ეუთოს შუამავლები უკრაინაში შეხვდნენ პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტ ლიდერს


ეუთოს შუამავალმა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სლავიანსკში პირველი შეხვედრა გამართა პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებთან. ეუთოს დაევალა იმ შეთანხმების განხორციელების უზრუნველყოფა, რომელიც უკრაინაში ვითარების დეესკალაციას ეხება და რომელსაც 17 აპრილს ჟენევაში მიაღწიეს უკრაინის, რუსეთის, აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. პარალელურად, კიევში ვიზიტით ჩავიდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. ის უკრაინის დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობასთან მართავს მოლაპარაკებას. ეუთოს წარმომადგენელმა, მარკ ეთერინგტონმა განაცხადა, რომ სეპარატისტ ლიდერთან, ვიაჩესლავ პონომარიოვთან მისი მოლაპარაკება ორი საათი გაგრძელდა. ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებებში ეთერინგტონს არ უთქვამს არიან თუ არა პრო-რუსულად განწყობილი აქტივისტები მზად განიარაღდნენ და დაცალონ დაკავებული სამთავრობო შენობები, როგორც ამას ჟენევის შეთანხმება ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG