Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი ერთმანეთს მოუწოდებენ ჟენევის შეთანხმების შესრულებისკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი რუსეთს მოუწოდებს „კონკრეტული ნაბიჯები“ გადადგას უკრაინაში ვითარების დეესკალაციის თაობაზე საერთაშორისო ხელშეკრულების შესასრულებლად. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ვაშინგტონს მოუწოდებს თავისი გავლენა გამოიყენოს და ხელშეკრულების შესრულების მიზნით დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ უკრაინის მთავრობაზე მოახდინოს ზეწოლა. აშშ-მა და რუსეთმა განცხადებები მას შემდეგ გაავრცელეს, რაც კერისა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კერიმ რუსეთს სთხოვა საჯაროდ მოუწოდოს სეპარატისტებს დაცალონ დაკავებული შენობები და გამშვები პუნქტები და დათანხმდნენ უკრაინის მთავრობის მიერ შეთავაზებულ ამნისტიას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ლავროვმა კერის უკრაინის მთავრობაზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდა, რათა მთავრობამ ულტრანაციონალისტებთან მიმართებით ზომები გაატაროს და „ცხელ თავებს“ კონფლიქტის პროვოცირების საშუალება არ მისცეს. კერი და ლავროვი, უკრაინის და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ 17 აპრილს ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებაში, რომელიც ხელშეკრულების მიღებით დამთავრდა.
XS
SM
MD
LG