Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსტონის მარათონი ჩატარდა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე


ბოსტონში გამართულ, რიგით 118-ე მარათონში 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წელს მარათონი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე გაიმართა. მარათონზე შარშან მომხდარ აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა და 260-ე მეტი დაიჭრა. მარათონზე უსაფრთხოებას ასობით ოფიცერი იცავდა, არის ცნობები ვერტმფრენების და ბომბების ძებნაში გაწვრთნილი ძაღლების გამოყენებაზე. შარშანდელ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაეკისრათ რუსეთიდან ჩასულ ძმებს, ტამერლან და ჯოხარ ცარნაევებს. ტამერლანი პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად, აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიღუპა. მისი უმცროსი ძმა ჯოხარი კი ბოსტონის გარეუბანში დააპატიმრეს. იგი უარყოფს ბრალეულობას და სასამართლოს მოლოდინში, რომელიც ნოემბერში უნდა დაიწყოს, საპატიმროში იმყოფება.
XS
SM
MD
LG