Accessibility links

logo-print

კრამატორსკში უცნობი პირები განაგრძობენ სახელმწიფო შენობების დაკავებას


დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში უცნობმა პირებმა კვლავ დაიკავეს მილიციის საქალაქო შენობა. ინფორმაცია 21 აპრილს გაავრცელა Kramatorsk.info-მ. თავდასხმა განახორციელეს ავტომატებით შეიარაღებულმა, კამუფლიაჟის ფორმებში ჩაცმულმა პირებმა. მილიციის განყოფილების უფროსი ვიტალი კოლუპაი უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. „რია ნოვოსტი“ ავრცელებს ცნობას, რომ შეიარაღებული პირები, რომლებსაც საინფორმაციო სააგენტო ფედერალიზაციის მომხრეებად მოიხსენიებს, შევიდნენ უკრაინის უშიშროების სამსახურის კრამატორსკის შენობაში. მის შესასვლელში კი ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დროშა აღმართეს. მანამდე პრო-რუსულად განწყობილი აქტივისტები ახორციელებდნენ უშიშროების სამსახურის, მილიციისა და აეროდრომის სამხედრო დაცვის შენობების პიკეტირებას.
XS
SM
MD
LG