Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ იძიებს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მორიგ შემთხვევას


აშშ თვლის, რომ არსებობს სირიაში მომწამლავი ქიმიური ნივთიერების გამოყენების ნიშნები. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ იძიებს - არის, თუ არა სირიის ხელისუფლება პასუხისმგებელი 11-12 აპრილს მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ქალაქ კაფრ ზიტაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. სირიის ოპოზიციის აქტივისტების ინფორმაციით, ქალაქზე ვერტმფრენებიდან ქლორის გაფრქვევა მოხდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა 20 აპრილს განაცხადა, რომ „რამდენიმე ელემენტი“ მიანიშნებს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, თუმცა, მყარი მტკიცებულება არ არსებობსო.
XS
SM
MD
LG