Accessibility links

logo-print

სამხრეთ კორეის ბორნის ჩაძირვის მსხვერპლთა რიცხვი 104-მდე გაიზარდა


სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის ცნობით, გასულ კვირაში ბორნის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა ამ დროისთვის 104-ია. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, 198 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ბორანი 16 აპრილს ჩაიძირა. 174 პირი, მათ შორის - ბორნის კაპიტანი და ეკიპაჟის სხვა წევრები გადარჩნენ. კაპიტანი და ეკიპაჟის 6 წევრი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ გულგრილობა და მგზავრების საფრთხეში მიტოვება. 21 აპრილს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკიპაჟის მოქმედება „მკვლელობის ჩადენის“ ტოლფასი იყო.
XS
SM
MD
LG