Accessibility links

logo-print
სერიალები - თუ გარესამყაროსთან კომუნიკაციის ერთ საშუალებას მაინც იყენებეთ, შეუძლებელია ამ თემას გვერდი აუაროთ. შეიძლება არ უყურებდეთ, მაგრამ ინტერნეტში ერთხელ მაინც წააწყდებით სტატიას „GOT-ის 50 სპოილერი“, „12 ფრაზა house of cards”იდან, „უოლტერ უაიტის 15 საუკეთესო კოსტიუმი ჰელოუინზე“ და ა.შ. ბოლო რამდენიმე წელია, სერიალები უფრო და უფრო მეტ მაყურებელს იძენს და უფრო და უფრო მეტად იპყრობს ტელევიზიას, ინტერნეტს, კინოწარმოებას.

ზუსტად ერთი წლის წინ სერიალებს მეც სკეპტიკურად ვუყურებდი - ვფიქრობდი, რომ ეს დაბალი ხარისხის კინოპროდუქტია. მართალია, დიდი ფანი არც ახლა ვარ, მაგრამ ახლა რამდენიმე საყვარელი სერიალის დასახელება მაინც შემიძლია. ფაქტია, რომ მაყურებლის ზრდასთან ერთად იზრდება სერიალების ხარისხი, უფრო ხშირად ჩნდებიან სერიალებში ცნობილი მსახიობები. ამასთან, ვხვდებით მეტ ძალიან კარგ დაბალბიუჯეტიან სერიალსაც. დღეს ახალგაზრდული პროგრამა სერიალებს შეეხება და თავის რეკომენდაციებს ლევან ძნელაძე გაგიზიარებთ.
XS
SM
MD
LG