Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელი თათრების ლიდერს ყირიმში ჩასვლა აეკრძალა ხუთი წლით


ყირიმელი თათრების ლიდერს, მუსტაფა ჯემილევს ხუთი წლით აეკრძალა ყირიმში ჩასვლა. ყირიმელი თათრების ასამბლეის, მეჯლისის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯემილევს მისი 2019 წლამდე პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს, როცა ის უკრაინის ძირითად ტერიტორიაზე შევიდა 22 აპრილს დილით. ჯემილევმა ჩვენს რადიოს დაუდასტურა ინფორმაცია აკრძალვის შესახებ, თუმცა, მან განაცხადა, რომ არ იცის, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, მოსკოვმა თუ ყირიმის პრორუსულმა ხელისუფლებამ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამი დღის შემდეგ მას მერე, რაც ჯემილევი მცირე ხნით დააკავეს გამშვებ პუნქტზე, როცა ყირიმში მიემართებოდა. მან ყირიმის პრორუსული მთავრობა დაადანაშაულა რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ყირიმელი თათრების მიმართ რეპრესიული კამპანიის წარმართვაში. მისი თქმით, ბევრმა ყირიმელმა თათარმა დაკარგა სამუშაო, როცა უარი თქვა რუსეთის პასპორტზე. მეჯლისმა უარყო ყირიმის ახალი მთავრობის აღიარება და ყირიმის რუსეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი.
XS
SM
MD
LG