Accessibility links

დმიტრი მედვედევი: რუსეთის ეკონომიკა ზეწოლას განიცდის


რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთის ეკონომიკა უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის მსოფლიო ეკონომიკაში არამდგრადი ვითარების გამო. 22 აპრილს მედვედევმა სახელმწიფო დუმას განუცხადა, რომ გლობალური ეკონომიკის პრობლემები გავლენას იქონიებს რუსეთზეც და დასძინა, რომ „დიპლომატიური კლიმატი“ და საშინაო სტრუქტურული საკითხებიც მოახდენენ უარყოფით ეფექტს. მედვედევმა უთხრა დუმის წევრებს, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს შეამციროს ყირიმის ანექსიის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მიერ გამოწვეული ზეგავლენა. მანვე განაცხადა, რომ მთავრობა არ დაუშვებს, რომ „პრობლემები შეექმნას თავდაცვის სექტორს ვინმეს არამეგობრული ქმედების გამო“. მისი თქმით, რუსეთი შემოიღებს გაზის საფასურის წინასწარი გადახდის სისტემას, თუ უკრაინა არ დაფარავს თავის ვალს.
XS
SM
MD
LG