Accessibility links

იაპონიაში სადავო ტაძარს კანონმდებელთა დიდი ჯგუფი ეწვია


იაპონელ კანონმდებელთა დიდი, 150 კაციანი ჯგუფი ეწვია ტოკიოს სადავო ტაძარს, იასუკუნის. ამ აქტმა შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს იაპონიის და რეგიონის ქვეყნების ურთიერთობა. როცა ტაძარში შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა აპრილში, ჩინეთმა პროტესტი განაცხადა. იასუკუნის ტაძარი ეძღვნება სამხედრო კონფლიქტების დროს დახოცილი იაპონელი მეომრების, მათ შორის იმ 14 მებრძოლის ხსოვნას რომლებიც გაასამართლეს და დასაჯეს მეორე მსოფლიო ომის დროს საომარი დანაშაულის გამო. ჩინეთში და სამხრეთ კორეაში ეს ტაძარი იაპონური მილიტარიზმის სიმბოლოდ მიიჩნევა. ტაძარში ამ პერიოდში მისვლა უკავშირდება საგაზაფხულო დღესასწაულებს.
XS
SM
MD
LG