Accessibility links

ეუთოს წარმომადგენელი: დონეცკში კონსტრუქციული საუბარი გვქონდა


ეუთოს წარმომადგენელი უკრაინაში, მარკ ეტერინგტონი სამშაბათს დონეცკში შეხვდა პრორუსულ სეპარატისტებს, რომლებსაც დაკავებული აქვთ ადმინისტრაციული შენობა ამ ქალაქში, იუწყება როიტერსის სააგენტო. 90 წუთიანი შეხვედრისას დონეცკის მერთან და ქალაქის პოლიციის უფროსთან, მათ, როგორც ეტერინგტონმა თქვა, თავიანთი პოზიცია წარადგინეს. შეხვედრა კონსტრუქციული იყო, განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა, რომელმაც დასძინა, რომ მხარეებმა განიხილეს დიალოგის, ასევე ძალადობისგან თავის შეკავების აუცილებლობა.
XS
SM
MD
LG