Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურჩინოვი უკრაინის აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაციის განახლებას მოითხოვს


უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდ ტურჩინოვმა ანტიტერორისტული სპეცოპერაციის განახლება მოითხოვა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ რეგიონში პოლიტიკური პარტიის „ბატკივშჩინის“ წევრი დაიღუპა. 22 აპრილს ქალაქ სლავიანსკისთან ორი სასტიკად ნაწამები ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. ერთ-ერთში გორლოვსკის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, პარტია „ბატკივშჩინის“ წევრი, წინა დღით პრორუსულად განწყობილი ექსტრემისტების მიერ გატაცებული ვლადიმირ რიბაკი ამოიცნეს. „ეს არის გამოწვევა მსოფლიო თანამეგობრობისათვის და ეს დანაშაული რუსეთის ფედერაციის სრული წაყრუებით მოხდა“, - აღნიშნა ტურჩინოვმა. უკრაინის უშიშროების სამინისტრომ აღდგომის დღესასწაულის გამო, 13 აპრილს შეაჩერა ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა აღმოსავლეთ ოკრაინაში, სადაც პრორუსულად განწყობილ პარამილიტარისტულ ჯგუფებს ადმინისტრაციული შენობები აქვთ დაკავებული.
XS
SM
MD
LG