Accessibility links

logo-print

აშშ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში 600 სამხედრო გზავნის


აშშ-მა განაცხადა, რომ სამხედრო მანევრებში მონაწილეობის მისაღებად პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში 600 ჯარისკაცს გაგზავნის. სამხედრო სწავლებაში, რომელიც პოლონეთში 23 აპრილს დაიწყება, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები იტალიიდან ჩავლენ. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად ამერიკული ქვედანაყოფები ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში უახლოეს თვეებში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებშიც მიიღებენ მონაწილეობას. რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ ნატოს რამდენიმე წევრმა, მათ შორის პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მოკავშირეებს დამატებითი სამხედრო ძალებით დახმარებისაკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG