Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობამ დაასრულა სააღდგომო ზავი


უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ოფიციალურად დაასრულა სააღდგომო ზავი და ემზადება აღმოსავლეთში პრო-რუსულად განწყობილი მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად. პირველი ვიცე-პრემიერის, ვიტალი იარემას განცხადებით, კიევს „აქტიურ ფაზაში“ გადაჰყავს თავისი „ანტიტერორისტული ოპერაცია“, რომლის სამიზნესაც წარმოადგენენ უკრაინის აღმოსავლეთში სამთავრობო შენობებში გამაგრებული პრო-რუსულად განწყობილი აქტივისტები. ერთი დღით ადრე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა გასცა სეპარატისტების წინააღმდეგ ოპერაციის განახლების ბრძანება, მას შემდეგ, რაც მეამბოხეების მიერ დაკავებული ქალაქის, სლავიანსკის ახლოს ორი „სასტიკად ნაწამები“ ადამიანის გვამები იპოვნეს. ტუჩინოვის თქმით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი მისი თანაპარტიელი, „ბატკივშჩინის“ წევრი, ადგილობრივი პოლიტიკოსი, ვლადიმირ რიბაკია, რომელიც ერთი კვირის წინ გაიტაცეს. ტურჩინოვი მის მკვლელობაში მეამბოხეებს სდებს ბრალს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაღუპულთაგან ერთ-ერთ პირში რიბაკი 23 აპრილს ოფიციალურად ამოიცნო.
XS
SM
MD
LG