Accessibility links

logo-print

ლავროვი: მისი ინტერესების ხელყოფის შემთხვევაში რუსეთი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქალაქეების ინტერესები ხელყოფილი იქნება - როგორც ეს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მოხდა, რამაც საქართველოსთან ომი გამოიწვია. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული არხისთვის, RT-სთვის 23 აპრილს მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, თავს თუ დაგვესხმებიან, პასუხს ნამდვილად გავცემთო და დასძინა - „საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში პასუხის გაცემის გარდა სხვა გზას ვერ ვხედავო“. ლავროვის თქმით, რუსეთის სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე რჩებიან და უკრაინაში არ გადასულან. ლავროვის თანახმად, მოსკოვი თვლის, რომ უკრაინაში პროცესებს აშშ წარმართავს. მისი თქმით, მრავლისმეტყველი ფაქტია ის, რომ კიევმა ქვეყნის აღმოსავლეთში პრო-რუსული ძალების წინააღმდეგ თავისი ანტიტერორისტული ოპერაციის განახლება გამოაცხადა იმ დღეს, როცა უკრაინას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სტუმრობდა. ლავროვმა უკრაინის კრიზისს უწოდა მტკიცებულება, რომ ვაშინგტონს არ სურს დათმობაზე წავიდეს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG