Accessibility links

logo-print

დავით ზალკალიანმა ფანტაზია უწოდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს


„სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს საკუთარი თავი იდენტიფიცირებული აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებები არასერიოზული იყო. 22 აპრილს თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნისას აშშ-დან ვიდეოჩართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში დასაკითხად მის დაბარებას ამერიკელებისა და ევროპელების მწვავე რეაქცია მოჰყვა, ისინი საქართველოს მთავრობის წევრებს ესაუბრნენ და სანქციების დაწესებით დაემუქრნენ ბიძინა ივანიშვილს. სააკაშვილის თქმით, ამავე საკითხზე ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს ფანტაზიის ნაყოფი უწოდა დავით ზალკალიანმა. მისი განცხადებით, ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყველა შეხვედრას, სადაც მიხეილ სააკაშვილი არცერთხელ არ უხსენებიათ და არც არანაირი დემარში არ ყოფილა. „საქართველო ძალიან მტკიცედ მისდევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს და აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას განაგრძობს“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
XS
SM
MD
LG