Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძე: საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა პრაქტიკულ ჭრილში ჯერ არ განიხილება


საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა პრინციპში საჭიროა, მაგრამ პრაქტიკულ ჭრილში ჯერ არ განიხილება - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, შესაბამისად ჯერჯერობით არ არის საუბარი არც იმაზე, თუ ვინ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს - საქართველოს პრეზიდენტი თუ პრემიერი. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მსგავს შეხვედრას დასჭირდება ძალიან კარგად მომზადება, რათა რეალურად გამოიღოს შედეგი იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს ყველაზე მეტად აწუხებს.
XS
SM
MD
LG