Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ბაქოს აკრიტიკებს


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ნილს მუიჟნიეკსმა მკაცრად გააკრიტიკა აზერბაიჯანის მთავრობა, ქვეყანაში ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების კუთხით გაუარესებული ვითარების გამო. რადიო თავისუფლებასთან სტრასბურგიდან სატელეფონო საუბარში მიუჟნიეკსმა 22 აპრილს განაცხადა, ბაქოს არაფერი გაუკეთებია სიტყვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების, ასოცირების და კერძო საკუთრების თვალსაზრისით ვითარების გასაუმჯობესებლადო. მიუჟნიეკსმა დაასახელა რამდენიმე შემთხვევა, როცა მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და ბლოგერები ციხეში მოხვდნენ, რეპრესიების და დამცირების მსხვერპლი გახდნენ. მან გააკრიტიკა ცილისწამების შესახებ კანონი - რომელსაც კრიტიკოსები ურჩი ხმების ჩახშობაზე ორიენტირებულად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG