Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყველას მოუწოდებს, საყდრისის საბადოს თაობაზე სპეკულაციები დაასრულო


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყველას მოუწოდებს, საყდრისის საბადოს თაობაზე სპეკულაციები დაასრულონ. „არავის დაუმტკიცებია, რომ ამ ადგილას იყო უძველესი ოქროს მაღარო, სამაგიეროდ, რამდენიმე თვის წინ ექსპერტების ჯგუფმა შესაბამისი დასკვნა წარუდგინა მთავრობას, რის შემდეგაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამუშაოები გაეგრძელებინა კომპანია RMG Gold-ს” - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ესმის წუხილი იმ ადამიანებისა, რომლებიც თითქოსდა ძეგლის გადარჩენას ცდილობენ, თუმცა სურს შეახსენოს, რომ საწარმოში 3 ათასი ადამიანია დასაქმებული. „მინდა კარგად გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რომელიც კომპანიის საქმიანობის შეფერხების შემთხვევაში დაეკისრებათ“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და კულტურის მინისტრს საკითხის სწრაფად მოგვარება დაავალა.
XS
SM
MD
LG