Accessibility links

logo-print

გაიყიდა ხუთწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები


- საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის 16 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 22 500 000 ლარი. საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 10.25%-ით განისაზღვრა.

- სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, საშუალო შეწონილი პროცენტით - 4,39%.

- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 523 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი - 696 მლნ. აშშ დოლარი (23 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - მილიარდ 827 მლნ. აშშ დოლარი (16 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45 პროცენტი შეადგინა.

- 2014 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადთა მოცულობამ 120.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - 6.9 პროცენტით მეტი 2013 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემოსული გზავნილების 50 პროცენტი რუსეთზე მოდის, მეორე და მესამე ადგილზეა საბერძნეთი და იტალია.
XS
SM
MD
LG