Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი სამძიმარს გამოთქვამს პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული სომხების გამო


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მიუსამძიმრა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის ძალების მიერ დახოცილი, მილიონნახევრამდე სომხის შთამომავლებს. 23 აპრილის განცხადებაში, რომელიც ცხრა ენაზე, მათ შორის სომხურად გავრცელდა, ერდოანი ამბობს, „პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარი შემთხვევები ჩვენი საერთო ტკივილიაო“. გავრცელებული აზრით, ეს წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როცა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ამ საკითხის გარშემო ასე ღიად ამბობს სამძიმარს. ერდოანის განცხადება წინ უსწრებს მოსახსენებელ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში მცხოვრები სომხები პატივს მიაგებენ მსხვერპლთ. სომხები ამ მოვლენებს გენოციდს უწოდებენ. თურქეთი უარყოფს ტერმინ „გენოციდს“ და აცხადებს, რომ ბრძოლას ათასობით თურქიც შეეწირა.
XS
SM
MD
LG