Accessibility links

თბილისში წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს


წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. წარმოდგენილი იყვნენ ადგილობრივი გამომცემლობები, რომლებმაც მკითხველს წიგნები დაბალ ფასად შესთავაზეს. ორგანიზაცია „წიგნის მეგობარმა“ შეაგროვა წიგნები საზღვარგარეთ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის გასაგზავნად.

XS
SM
MD
LG