Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: კიევი და აშშ ჟენევის შეთანხმების დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ახდენენ


რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება და აშშ იმ შეთანხმების დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ახდენენ, რომელიც გასულ კვირაში ჟენევაში გაფორმდა და რომელიც უკრაინაში კრიზისის განმუხტვას ისახავს მიზნად. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 23 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ კიევი და ვაშინგტონი უგულებელყოფენ უკრაინელი ნაციონალისტების მიერ გადადგმულ პროვოკაციულ ნაბიჯებს. ჟენევის ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც 17 აპრილს მოაწერეს ხელი უკრაინამ, რუსეთმა, აშშ-მა და ევროკავშირმა, უკრაინაში მოქმედი ყველა გასამხედროებული დაჯგუფება უნდა განიარაღდეს და დატოვოს ოკუპირებული სამთავრობო შენობები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვს კვლავაც სწამს, რომ დასავლეთი უკრაინაში მშვიდობითაა დაინტერესებული, თუმცა „ფაქტები საპირისპიროს მეტყველებსო“, დასძენს საგარეო უწყება. განცხადებაში კიდევ ერთხელაა გამოთქმული მოსკოვის მოწოდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სასწრაფოდ გაიყვანონ უკრაინის სამხედრო დანაყოფები და დაიწყოს დიალოგი.
XS
SM
MD
LG