Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მთავრობა უარყოფს ჯემილევისთვის ყირიმში შესვლის აკრძალვას


რუსეთის მთავრობა უარყოფს ცნობებს, თითქოს ყირიმელი თათრების ვეტერან ლიდერს, მუსტაფა ჯემილევს, ხუთი წლით აეკრძალა ყირიმში შესვლა. ყირიმელი თათრების თვითმმართველმა ორგანომ, მეჯლისმა 22 აპრილს გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მესაზღვრეებმა ჯემილევს გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც ის ყირიმში 2019 წლამდე პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. რუსეთის მიგრაციის სამსახურის ყირიმში დროებითი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, იური ზვიაგინცევმა 23 აპრილს განაცხადა, რომ მის წარმომადგენლობას ჯემილევის სახელზე ასეთი დოკუმენტი არ გაუცია.
XS
SM
MD
LG